რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გამოსვლა გაეროს ასამბლეაზე “სრულიად უხამსი” იყო.
“რაც შეეხება აშშ-ს პრეზიდენტის გამოსვლას, მე აბსოლუტურად უხამსად მიმაჩნია, რითაც დაიწყო ის და ის, რაც მეინსტრიმში გადავიდა – ეს ხომ ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით ხდებოდა”, – ციტირებს РИА Новости ზახაროვას სიტყვებს.
მისივე თქმით, ბაიდენმა პუტინს “მიაწერა” ნათქვამი, რომ რუსეთი “მსოფლიოს ბირთვული იარაღით ემუქრება”. როგორც ზახაროვა ამბობს, პუტინს სინამდვილეში მსგავსი არაფერი უთქვამს.