[su_quote]მე მინდა გითხრათ და ბოდიში მოგიხადოთ, რომ ჩემი გულის ამბავია ეს თუ არ ვიცი… ყველა ადამიანს მინდა ამ კიდობანში არგუმენტირებულად დებატები იქნება თუ საუბარი, ნორმალურ ფორმებში წარმართულიყო, არ წარიმართა იმიტომ, რომ ამ ადამიანს, ვინც წინა ეთერში მყავდა [ზურაბ ჯაფარიძე] არანაირი მორალური ამბები არ აქვს, ის მოვიდა ერთადერთი რამის გამო… სხვა თემაზე მიდიოდა საუბარი, როდესაც შემომიგდო და დააკავშირა ერთმანეთთან შვიდი მილიონი დოლარის და ლევან გაჩეჩილაძის სახელი და უბრალოდ, მინდა ამით დავიწყო. შვიდი მილიონი მეც რო მომცენ მეც გავჩუმდებოდიო და მე არ ვიყავი გარკვეული კონკრეტულად რაზე იყო საუბარი და რა ბიზნესზე იყო საუბარი. ახლა ყველაფერში გავერკვიე. ჩემი ძმა იმ კომპანიაში უბრალო მრჩეველი ყოფილა, რადგან დიდი გამოცდილება აქვს ამ ბიზნესში. ეს იყო პროექტი, რომ ამერიკული ბაზრისთვის გაკეთებულიყო ღვინო, რომელიც გაიგზავნებოდა ამერიკაში და დაიპყრობდა ამერიკულ ბაზარს და გადაერთვებოდა ქართული ღვინო ამერიკის ბაზარზე. სულში აქვთ გამჯდარი ცილისწამების ამბავი. მეუბნებიან რატომ მოგყავს ისეთი ადამიანები, რომლეთაც შუბლის ზარღვი აქვთ გაწყვეტილი. 20 წელიწადია ამ ტყუილებში ვცხოვრობთ პირადად მე და ჩემი ოჯახი. შორს ვარ, რომ ჩავძიებოდი ლევანის ბიზნესს. უბრალოდ მრჩეველი ყოფილა ლევანი. ტყუილებს თავი დაანებოს. თავიდან უარს იძახდა ჯაფარიძე მოსვლაზე და ბოლო წუთას დათანხმდა და ზუსტად მივხვდი რატომაც დათანხმდა, რომ ეს ორი რამე ერთმანეთზე შეეერთებინა – 7 მილიონი და ლევან გაჩეჩილაძე. თუ ექნება სურვილი სადაც უნდა და როცა უნდა, თუ უნდა ამ ეთერსაც დავუთმობ, მოვიდეს და დაელაპარაკოს ამ კომპანიის დირექტორს[/su_quote]
ამის შესახებ ტელეწამყვანმა გია გაჩეჩილაძემ გადაცემაში “უცნობის კიდობანი” განაცხადა.