[su_quote]იყო აგორებული კამპანია, რომ ის რამოდენიმე ათეული ათასი რუსი ტურისტი, რომელიც შემოსულია, შესაძლოა, გახდეს რისკფაქტორი სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის. ჩვენ თავიდანვე ვამტკიცებდით, რომ ყველაფერი კონტროლქვეშაა და იყო ნული რისკი. ორივეჯერ ეს ხომ დამტკიცდა. დამთავრდა ტურისტული სეზონი, მარტმაც გადაიარა, აგვისტომაც გადაიარა, არაფერი. საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა, რომ ის ისტერიკა ნულოვან საფუზველზე იყო დამყარებული. აქაც ვხედავთ მესამე ტალღას ისტერიკის. ამბობენ, რომ მობილიზაციას გამოქცეული რუსები, შესაძლოა, გახდეს რისკფაქტორი სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის. საზოგადოებაც მიხვდება, რომ სრული აბსურდია რასაც ისინი ამტკიცებენ. სახელმწიფო სტრუქტურები აკონტროლებენ ყველაფერს და სახელმწიფო უსაფრთხოება საიმედო ხელშია[/su_quote]
ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ “იმედის” ეთერში განაცხადა.