ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“მსოფლიო პუტინს ბირთვული იარაღის გამოყენების უფლებას არ მისცემს” – ზელენსკი

მსოფლიო პუტინს ბირთვული იარაღის გამოყენების უფლებას არ მისცემს, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინა ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას ისევ გააგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სამხედრო სამსახურში 300 000 რეზერვისტს გამოიძახებენ.

რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

იტვირთბა....