რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ირწმუნება, რომ 24 თებერვლის შემდეგ, რუსეთმა უკრაინაში 5 937 ჯარისკაცი დაკარგა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის სახელისუფლებო გამოცემის RT ტელეგრამ არხზე ვრცელდება.
შოიგუს თქმითვე, უკრაინის დანაკარგები 100 000 ადამიანს სცდება – აქედან, რუსული მხარის მტკიცებით, დაღუპულია 61 207 სამხედრო, ხოლო დაჭრილია 49 368.