„ისრაელი მრავალწლიან პროგრამას ამზადებს, რომელიც მთელ სახმელეთო საზღვარზე კედლის აშენებას ითვალისწინებს“ – ამის შესახებ ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
„მილიარდობით შეკელი დაჯდება. ეს მრავალწლიანი ხარჯებია. ახლა ჩვენ პრიორიტეტების განსაზღვრისთვის ვმუშაობთ, თუმცა ისრაელის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ეს პროგრამა აუცილებლად განხორციელდება… იმ გარემოცვაში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ნადირებისგან თავი უნდა დავიცვათ”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
შეგახსენებთ, რომ ისრაელმა უსაფრთხოების კედლები სირიასთან, ეგვიპტესთან, ლიბანთან და ღაზას სექტორთან საზღვარზე უკვე ააშენა. 2015 წელს კი იორდანიასთან საზრვარზე 30-კილომეტრიანი კედლის მშენებლობა დაიწყო.
წყარო: politcommersant.ge