ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხანძარი დიდუბეში – ფოთის ქუჩაზე 13 სახანძრო ეკიპაჟია მობილიზებული

ამ წუთებში ფოთის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი სახლი იწვის, ცეცხლის ჩაქრობას 13 სახანძრო ეკიპაჟი ცდილობს. ხანძარი საცხოვრებელი სახლის მესამე სართულზე გაჩნდა.

როგორც „მეტრონომს“ შსს-ში განუცხადეს, ხანძრის შედეგად არავინ დაზარალებულა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

იტვირთბა....