aviabiletebi
ახალი ამბები საზოგადოება სამართალი

“ხდება ასეთი მოვლენები მთელ მსოფლიოში და მოხდა აქაც” – ქადაგიშვილი ქუთაისში, ბანკზე თავდასხმაზე

მოგეხსენებათ, რომ აქამდე ორი შემთხვევა იყო ასეთი საკმაოდ გახმაურებული – ერთი იყო ესებუა, რომელიც დღესაც ძებნაშია, მეორე იყო ყვარელში, სადაც დამნაშავე დაკავებულია და იმედი ვიქონიოთ, რომ აქაც მშვიდობიანად დასრულდება და დამნაშავე დაკავებული იქნება. ხდება ასეთი მოვლენები მთელ მსოფლიოში და მოხდა აქაც, შესაბამისად, შსს შესაბამის ზომებს იღებს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ინციდენტი განიმუხტოს.
aviabiletebi
ავიაბილეთები

 

აღნიშნულის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ცნობისთვის, დღეს ქუთაისში “საქართველოს ბანკის” შენობაში შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელმაც მძევლად 12 ადამიანი აიყვანა.

როგორც ირკვევა, თავდამსხმელი 2 მილიონ დოლარს, ვერტმფრენს, ანკესს და რუსეთის დროშას ითხოვს.

იტვირთბა....