ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა

“ოცნებას ვიღაც ძალიან ჭკვიანი ძირავს”

 

ტელეკომპანია “მაესტროს” ერთ-ერთი მეწილე და დამფუძნებელი, მამუკა ღლონტი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანიის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

“შეიძლება სისულელეს ვწერ, მაგრამ ვფიქრობ რაც “მაესტროს” გარშემო ხდება უფრო “ოცნების” დისკრედიტაციის გამო ხდება, ვიდრე სხვა მიზეზით. სხვა ახსნას ვერ ვპოულობ ვიღაც ძალიან ჭკვიანი ძირავს ამ პარტიას. რავიცი.. რავიცი.” – წერს მამუკა ღლონტი.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “მაესტროს” საკონტროლო პაკეტის მფლობელი გია გაჩეჩილაძე გახდა. ამჟამინდელი დირექტორი, ბაია გადაბაძე მიიჩნევს, რომ გაჩეჩილაძის უკან ტელეკომპანია “იმედის” წარმომადგენელი, ირაკლი რუხაძე დგას, რაც არ გამორიცხავს “მაესტროთი” ხელისუფლების დაინტერესებას.

იტვირთბა....