საზოგადოება

ეკო ფანგანის რჩევები: თავის, სახის კანის, ფრჩხილებისა და კბილების მოვლა მინიმალური დანახარჯებით

ტელეწამყვანი ეკო ფანგანი გვიზიარებს  რჩევებს, რომლის მიხედვითაც თავის მოვლა ყველასთვის ხელმისაწვდომია. ეკო ფანგანის მიერ მოძიებული რეცეპტებით, სახის კანის, ფრჩხილებისა და კბილების მოვლა მინიმალური დანახარჯებითაც შესაძლებელია:

“ცინკის მალამო ძალიან კარგია მათთვის, ვისაც სახეზე გამონაყარი, სიწითლე ან აკნე აქვს. ეს მალამო საღამოს რაც შეიძლება თხელ ფენად წაისვით. ცინკის მალამო ძალიან აშრობს კანს და ამიტომ, მეორე დღეს მის დატენიანებაზე იზრუნეთ.

ასევე, ერთი აბი ასპირინი დაფხვენით, შეურიეთ ერთ ჩაის კოვზ არაჟანს, მიღებული მასა წაისვით სახის კანზე, ყელზე, დეკოლტის მიდამოებში და დაიტოვეთ 15 წუთი. მოერიდეთ თვალებში მის მოხვედრას.  ამ ნიღაბს ლიფტინგის, ანუ კანის დაჭიმვის საოცარი ეფექტი აქვს. გამოიყენეთ კვირაში ორჯერ.

ვიტამინი ე-ს ზეთოვანი აბი შეგიძლიათ გახვრიტოთ და სითხე წაისვათ ფრჩხილებსა და ნუნებზე. ასევე ვიტამინი ე და ა გახეთქეთ და ზეთი წაისვით სახის კანზე, საღამოს, რადგან ამ დროს მზეს უნდა მოერიდოთ. ნაოჭების წინააღმდეგ ეფექტური საშუალებაა.

კალენდულა ანუ გულყვითელას ნაყენი სახის კანისთვის ლოსიონია, რომელიც აქრობს ფერიმჭამელებს სახესა და ცხვირის მიდამოებში.

კბილებს გასათეთრებლად კი ნახშირის აბი გახსენით ერთ ჩაის კოვზ წყალში და გამოიყენეთ კბილის პასტის ნაცვლად-თვალშისაცემი ეფექტი აქვს. “- განმარტავს ეკო ფანგანი.
“დღის შოუ”

იტვირთბა....