“ჩამრიცხეთ უცხოეთის აგენტების რიგებში, ვარ სოლიდარული ჩემი ქმრის მიმართ” – აღნიშნული შესახებ ცნობილმა რუსმა მომღერალმა, ალა პუგაჩოვამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომლითაც რუსეთის იუსტიციის სამინისტროს მიმართა.
პოსტში პუგაჩოვა ხელისუფლებას აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ რუსი ჯარისკაცები უკრაინაში “ილუზორული მიზნებისთვის” იღუპებიან
“მივმართავ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, გთხოვთ, შემიყვანოთ უცხო ქვეყნის აგენტების სიაში, რადგან სოლიდარული ვარ ჩემი ქმრის – წესიერი, პატიოსანი და გულწრფელი ადამიანის, რუსეთის ნამდვილი და მოუსყიდველი პატრიოტის, რომელსაც მისი სამშობლოს აყვავება, მშვიდობიანი ცხოვრება და სიტყვის თავისუფლება სურს, ასევე, სურს შეწყდეს ჩვენი ჯარისკაცების დაღუპვა ილუზორული მიზნებისთვის, რაც ჩვენს ქვეყანას გარიყულს ხდის და ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებას ართულებს,” – წერს პუგაჩოვა.

