ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ზაზა ხატიაშვილი თეა წულუკიანის წინააღმდეგ გამოდის

ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი ზაზა ხატიაშვილი იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის წინააღმდეგ გამოდის.

ზაზა ხატიაშვილი წულუკიანს ბრალს სასამართლო სისტემის კრახში სდებს.

„ახალი ხელისუფლების ფარგლებში ჩვენ ვითხოვდით, რომ ჩატარებულიყო ისეთი რეფორმა, რომ მოსამართლეებზე არ მომხდარიყო არანაირი ზეწოლის ფაქტი. როდესაც ეს ხელისუფლება მოვიდა, ჩვენ დავინახეთ, რომ იუსტიციის მაშინდელ მინისტრს დაავალეს და თვითონაც ბრძანა, რომ მე ვატარებ სასამართლო რეფორმასო, რამაც შედეგად მოგვიტანა ლევან მურისიძის მოსამართლედ დანიშვნა. მას შემდეგ, რაც მისი გაუაზრებელი სასამართლო დეფორმის შედეგად საზოგადოებისთვის ყველაზე ერთ-ერთი მიუღებელი ადამიანი დაინიშნა მოსამართლედ, ამ ქალბატონს მე მოვიხსენიებ, როგორც ქალბატონ თეა მურუსიძედ“- განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

ამასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებიც ახმაურდნენ. მათ დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 12 მოსამართლის წინააღმდეგ დისციპლინარული გადაცდომის ფაქტთან დაკავშირებით სამართალწარმოების დაწყება მოითხოვეს, რაც ქუთაისის 8, ფოთის ბოლნისის, ბათუმის და თბილისის მოსამართლეების მიერ იანვარში საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს შეეხება.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ არანაირი საფუძველი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ ჰქონია, რომ დისციპლინური წამროება დაეწყო ახვლედიანის წინააღმდეგ. თუკი საბჭო ფიქრობს, რომ არის პრობლემატური, რომ საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე საუბრობს კონკრეტულ პრობლემებზე, ამ ფაქტთან დაკავშირებითაც, სადაც ფაქტობრივად მოსამართლეები ლანძღავენ ერთმანეთს, აუცილებლად უნდა დაიწყოს დისციპლინური წარმოება. თუკი ესე არ მოხდება, ჩვენ ვიტყვით, რომ ეს პროცედურები და წესები გამოიყენება შერჩევითად და ზუსტად იმიტომ დაიწყო დევნა ახვლედიანის, რადგანაც მან დააფიქსირა განსხვავებული აზრი, და განსხვავებული აზრი კი ჩვენს სასამრთლო სისტემაში იდევნება“- განაცხადა ეკა გიგაურმა.

ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის პროგრამის დირექტორმა სოფიკო ვერძუელმა კი აღნიშნა, რომ მოსამართლეების ნაწილი შიდა ქსელში ახვლედიანის მისამართლით არაეთიკურ მიმოწერებს აწარმოებდნენ.

„საჩივარში მივუთითეთ 12 მოსამართლე. ნაწილი მათგანი არის იმ მოსამართლეებიდან, რომლებიც შიდა ქსელში, ე.წ. ინტრანეტში ახორციელებდნენ არაეთიკურ მიმოწერას. 8 მოსამართლე არის ქუთაისის სასამართლოდან“- განაცხადა სოფიკო ვერძეულმა.

იტვირთბა....