გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) განცხადებით, ლიბანში 2 მარტის შემდეგ 600-მდე ბავშვი დაიღუპა ან დაშავდა, – ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, მხოლოდ ოთხშაბათს ისრაელის ჯარების მიერ განხორციელებული დაბომბვების ტალღის შედეგად 30-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა და თითქმის 150 დაშავდა.
ამასთან, გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებით, ისრაელსა და ჰეზბოლას შორის ომის დაწყებიდან ლიბანში ერთ მილიონზე მეტი ადამიანი, მათ შორის დაახლოებით 390 000 ბავშვი, იძულებით გადაადგილდა.

