მოჯთაბა ხამენეის გადაწყვეტილებით, აშშ-თან მოლაპარაკებებს პარლამენტის თავმჯდომარე, მოჰამედ ბაღერ გალიბაფი უხელმძღვანელებს – ინფორმაციას Iran International ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მაჰმუდ ნაბავიანმა განაცხადა: „ჩვენი პირობები პაკისტანურ მხარეს გადაეცა… მათ კი თქვეს, რომ ტრამპმა ისინი მიიღო“.
მან ასევე დასძინა, რომ ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების შესახებ გადაწყვეტილება ირანის ხელმძღვანელობამ მიიღო.

