გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს, 18 სექტემბერს, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 36 გრადუსს მიაღწიოს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, გვიან საღამოდან მოსალოდნელია სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
“19 სექტემბერს გაწვიმდება, ჰაერის ტემპერატურა 8-10 გრადუსით დაიკლებს. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

