ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კახეთში „ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენცია ხმაურის ფონზე დაიწყო

კახეთში „ქართული ოცნების“ პარტიულ კონფერენციაზე მმართველი კოალიციის ორი ყოფილი წევრი მივიდა, რომლებმაც მონაწილეების დასწრება გააპროტესტეს.

ისინი ამბობდნენ, რომ კონფერენციაზე გაურკვეველი მიზეზით არ მიიწვიეს. მოგვიანებით მათ კახი კალაძისგან ვითარებაში გარკვევის პირობა მიიღეს.

შეხვედრა დახურულ რეჟიმში წარიმართა. კონფერენციაზე საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე, ბიუროს წევრები და ყრილობის დელეგატები აირჩიეს.

იტვირთბა....