აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ტელეკომუნიკაციების შენობაზე ირანული დრონით თავდასხმა მოხდა

არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე ირანული დრონით თავდასხმა განხორციელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ესოშიეითიდ პრესი“ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, თავდასხმა ფუჯაირაში, ტელეკომუნიკაციების შენობაზე განხორციელდა, რის შედეგადაც ის დაზიანდა. იერიშის სამიზნე გახდა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ტელეკომუნიკაციების კომპანია du-ს შენობა.

როგორც მედია ფუჯაირას ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

იტვირთბა....