ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა დავძლიოთ ეს მძიმე მდგომარეობა” – ილია II

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საპატრიარქოში ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ეფრემი მიიღო. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ის მოხარულია, რომ საქართველოში არქიმანდრიტ ეფრემისა და ათონის მთის დელეგაციის წევრების ვიზიტი შედგა.

“ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავძლიოთ ეს მძიმე მდგომარეობა, რომელშიც კაცობრიობა აღმოჩნდა.

ათონის მთა არის სულიერი ცენტრი, ამიტომ თქვენი ვიზიტი მეტად მნიშვნელოვანია. ჩვენ მადლობელი ვართ, რომ თქვენ ყურადღებას აქცევთ ჩვენს ცხოვრებას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა სამონასტრო ცხოვრება გაძლიერდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვაღწევთ იმას, რაც გვინდა, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია დავკმაყოფილდეთ იმით, რაც გაკეთდა. ჩვენ უნდა ვიფიქროთ მომავალზე, ჩვენს სულიერ ცხოვრებაზე“, -მიმართა ილია მეორემ არქიმანდრიტ ეფრემს.

ფოტო: საქართველოს საპატრიარქო
ფოტო: საქართველოს საპატრიარქო
ფოტო: საქართველოს საპატრიარქო
იტვირთბა....