ახალი ამბები საზოგადოება სამართალი

20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე სასამართლომ 8 პირიდან 5 გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე სასამართლომ 8 პირიდან 5 გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

სასამართლო პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა, მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის პოზიცია პატიმრობაში დაეტოვებინათ მკვლელობაში ბრალდებული დავით ჯიჯეიშვილი და ჯგუფურ ხულიგნობაში ბრალდებულები – კუჭავა და ხორავა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, მკვლელობა 28 ივლისს მოხდა. 20 წლის მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა. ცხვარიჭამიაში ახალგაზრდები დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.

იტვირთბა....