ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა

რამ გამოიწვია აზერბაიჯანული მხარის გააქტიურება – ბარბაქაძის განმარტება

ვხედავთ, რომ რუსეთი დასუსტებულია და სამხრეთ კავკასიაში პოზიციებს კარგავს. ამან გამოიწვია აზერბაიჯანული მხარის გააქტიურება და ბუნებრივია, რომ ეს ესე მოხდებოდა, რადგან პოლიტიკა ვერ იტანს სიცარიელეს. ჩვენ ვხედავთ, რომ აქამდე სომხეთი იძულებული იყო ანგარიში გაეწია რუსეთისთვის. მოლაპარაკება ვერ ხდებოდა.

ახლა ამ შეცვლილ ვითარებაში აზერბაიჯანი ცდილობს აიძულოს სომხეთი წავიდეს მოლაპარაკებებზე. ჩვენ ვიცით, რა არის მისი მოლაპარაკებების მიზანი. აზერბაიჯანს სურს, რომ სომხეთზე გავლით თურქეთთან დამაკავშირებელი გზა გაიხსნას და წყვეტა აღარ იყოს. მათ ჩაფიქრებული აქვთ ალტერნატიული პროექტები.

 

აღნიშნულის შესახებ სამხედრო ექსპერტმა აკია ბარბაქაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

იტვირთბა....