ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“დავეცით სულით?!…რთული დღეა და ვატყობ უარესი იქნება” – სიმონიანი უკრაინელების კონტრშეტევაზე

დავეცით სულით?!…რთული დღეა და ვატყობ უარესი იქნება, – კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტი მარგარიტა სიმონიანი უკრაინელების მიერ წამოწყებულ წარმატებულ კონტრშეტევას ასე ეხმაურება.

მისივე თქმით, სამამულო ომის მონაწილე მათ ბებიებს და ბაბუებს ბრძოლის დროს გამარჯვების სჯეროდათ.

“ჩემო დებო და ძმებო, ნერვიულობთ? ვყვირით? დავეცით სულით? მესმის, რთულია დღეა, ძალიან რთული და ვატყობ, უარესი იქნება.

თქვენს წერილებს ვკითხულობ.

ახლა ხომ ხვდებით, რას განიცდიდნენ სამამულო ომის მონაწილეები? რას გრძნობდნენ ჩვენი ბებიები და ბაბუები. იბრძოდნენ და სჯეროდათ გამარჯვების. რამდენი დღე ჰქონდათ ასეთი ოთხი წლის მანძილზე?

თუ რამის ატანა შეუძლია ერთ ადამიანს, შეუძლია სხვასაც. გაგვიძნელდება, ზოგიერთ ადგილას, ზედმეტად რთული იქნება.

თუ მეკითხებით, ჩაბარება თუ ბრძოლა, გეტყვით, რომ ეს თითოეულის ადამიანის არჩევანია”, – წერს სიმონიანი “ტელეგრამზე”.

ცნობისთვის, უკრაინელებმა იზიუმი, კუპიანსკი, ლიმანი, ბალაკლეა და კიდევ რამდენიმე ქალაქი და დასახლებული პუნქტი უკვე გაათავისუფლეს.

შეგახსენებთ, რომ ნაწილი რუსი დეპუტატებისა პუტინის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს.

რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

იტვირთბა....