ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

უკრაინელებმა ხარკოვის ოლქში 40-მდე დასახლება გაათავისუფლეს

უკრაინელებმა ხარკოვის ოლქში რუსების მიერ ოკუპირებული 40-მდე დასახლება გაათავისუფლეს, – უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ ხარკოვის ოლქის თავმჯდომარემ ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა.

სინეგუბოვის თქმით, უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ უკრაინის ტერიტორიების „მნიშვნელოვანი ნაწილის“ გათავისუფლებაზე ჩუგუევსკის, კუპიანსკისა და ბალაკლეის რაიონებში.

„ჩვენი ქვედანაყოფები შევიდნენ კუპიანსკში, გრძელდება იზიუმის რაიონის დასახლებების გათავისუფლება“, – განაცხადა მან.

როგორც ის აღნიშნავს, ზოგიერთ ინფორმაციას სპეცოპერაციის ინტერესებიდან გამომდინარე ვერ გაასაჯაროებს.

”ამჟამად შეიძლება ვისაუბროთ 40 დასახლებაზე, რომელიც გათავისუფლდა, მაგრამ სინამდვილეში არის ბევრად მეტი, ჩვენ უბრალოდ ვერ გამოვაცხადებთ ამ ციფრს, ჩვენი შეიარაღებული ძალების სამხედრო ოპერაციის ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც ახლა მიმდინარეობს”, – განაცხადა სინეგუბოვმა.

მანვე დასძინა, რომ ოკუპანტები შეტევებს არ წყვეტენ და ხარკოვში მოსახლეობას ავიწროვებენ.

ცნობისთვის, უკრაინელებმა იზიუმი, კუპიანსკი, ლიმანი, ბალაკლეა და კიდევ რამდენიმე ქალაქი და დასახლებული პუნქტი უკვე გაათავისუფლეს.

შეგახსენებთ, რომ ნაწილი რუსი დეპუტატებისა პუტინის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს.

რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

იტვირთბა....