ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

რუსებმა უკრაინაზე სარაკეტო შეტევა შორ მანძილზე მოქმედი სტრატეგიული ბომბდამშენებით დაიწყეს – მედია

რუსებმა უკრაინაზე სარაკეტო შეტევა შორ მანძილზე მოქმედი სტრატეგიული ბომბდამშენებით დაიწყეს, –  აღნიშნულის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სპიკერი იური იგნატი აცხადებს.

მისივე ცნობით, Ту-22М-ს ტიპის თვითმფრინავით რუსულმა სამხედრო ავიაციამ იერიში ჯერ ჩრდილოეთზე მიიტანა, შემდეგ კი სამხრეთზე.

როგორც ინფორმაციაში ვკითხულობთ, ხსენებული რაკეტების გასანეიტრალებლად უკრაინას სათანადო შეიარაღება ჯერ არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინელებმა იზიუმი, კუპიანსკი, ლიმანი, ბალაკლეა და კიდევ რამდენიმე ქალაქი და დასახლებული პუნქტი უკვე გაათავისუფლეს.

ცნობისთვის, ბოლო დღეების განმავლობაში უკრაინელებმა ხარკოვის მიმართულებით კუპიანსკი და იზიუმი დაიბრუნეს.

შეგახსენებთ, რომ ნაწილი რუსი დეპუტატებისა პუტინის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს.

რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

იტვირთბა....