ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

დანილოვი საუბრობს, სად შეჩერდებიან უკრაინის შეიარაღებული ძალები

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ შეიარაღებული ძალები შეაჩერებენ თავდასხმას იქ, სადაც მთავრდება უკრაინის ინტერესები.

კითხვაზე, თუ როგორ ხედავს უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების პროცესს, დანილოვმა განაცხადა, რომ ეს შესაძლებელია მხოლოდ დამპყრობლებისგან ქვეყნის მთელი ტერიტორიის სრული დეოკუპაციის შემდეგ.

“უკრაინის შეიარაღებული ძალები გაჩერდებიან იქ, სადაც დასრულდება ჩვენი ინტერესები და ეს ბევრ გარემოებაზე იქნება დამოკიდებული. როგორც კი მთელ ჩვენს ტერიტორიას გავათავისუფლებთ, მაშინ შევძლებთ მათთან [რუსებთან] რაიმეზე ვისაუბროთ”, – განაცხადა დანილოვმა პარასკევს “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში.

ამასთან, ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი მიიჩნევს, რომ თუ რუსეთი დარჩება იმ ფორმაში, როგორშიც არის, მაშინ მხოლოდ დროის საკითხია, როდის შეძლებს კიდევ ერთი ომის დაწყებას.

„ამიტომ, ჩვენი ამოცანაა, რუსეთი გავხადოთ ისეთი, რომ მას არც კი გაუჩნდეს სურვილი, მეზობლებზე შეტევა იფიქროს, განსაკუთრებით ისე, როგორც ეს გააკეთა ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში“, – ხაზგასმით აღნიშნა დანილოვმა.

ცნობისთვის, ბოლო დღეების განმავლობაში უკრაინელებმა ხარკოვის მიმართულებით კუპიანსკი და იზიუმი დაიბრუნეს.

შეგახსენებთ, რომ ნაწილი რუსი დეპუტატებისა პუტინის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს.

რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

იტვირთბა....