ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“რუსეთი კიევთან მოლაპარაკებაზე უარს არ ამბობს” – ლავროვი

რუსეთი უარს არ ამბობს კიევთან მოლაპარაკებაზე, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ტელეკომპანია Россия-1-ის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, მოსკოვის პოზიცია რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო სათათბიროს ხელმძღვანელობასთან და ფრაქციების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე დააფიქსირა.

“რუსეთი არ ამბობს უარს უკრაინასთან მოლაპარაკებებზე, თუმცა კიევის მიერ მათი შემდგომი გაჭიანურება გაართულებს მოსკოვთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას”,- განაცხადა ლავროვმა.

მანვე დასძინა, რომ რაც უფრო მეტად გაიწელება დრო, მით უფრო მეტად გართულდება მოლაპარაკებების პროცესი.

ცნობისთვის, ბოლო დღეების განმავლობაში უკრაინელებმა ხარკოვის მიმართულებით კუპიანსკი და იზიუმი დაიბრუნეს.

შეგახსენებთ, რომ ნაწილი რუსი დეპუტატებისა პუტინის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს.

რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

იტვირთბა....