საზოგადოება ჯანდაცვა

სალომე ჭაჭუას რჩევები: როგორ შევინარჩუნოთ სხეულის ფორმა

მოცეკვავე სალომე ჭაჭუას სხეულის ფორმები და მოქნილობა ყველასთვის სასურველია. როგორც მოცეკვავე ამბობს, მიუხედავად დატვირთული დღის რეჟიმისა და მუდმივად სავარჯიშო დარბაზში ყოფნისა, კვებას მაინც აკონტროლებს, რადგან სასურველი წონის მიღწევა და შენარჩუნება სხვანაირად შეუძლებელია:

 

„სხეულის ფორმის შენარჩუნებაში 70 პროცენტი კვებას უკავია, დანარჩენი 30 პროცენტი კი ვარჯიშს. თუ კვებას არ ვაკონტროლებთ, სასურველ შედეგს ვერ მივაღწევთ, რაც არ უნდა ვივარჯიშოთ. მეც კი, რომელიც ამდენს ვვარჯიშობ, კვებას მაინც ვაკონტროლებ. არ ვჭამ ცომეულს. ძალიან მიყვარს ბრინჯი, ყავილოვანი კომბოსტო, მაკარონი, რომელიც კალორიულია, მაგრამ ენერგიას გმატებს. ხშირად ვსვამ ლიმნიან და თაფლიან წყალს, რადგან ეს კუნთებს აღვიძებს.

ვარჯიში მნიშვნელოვანია. კარგია იოგას, კიქბოქსინგისა და ფიტნესის შეხამება”-ამბობს სალომე ჭაჭუა.

 

მომზადებულია “იმედის” სიუჟეტის მიხედვით

იტვირთბა....