ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

უკრაინული არმია კუპიანსკს მიადგა

“უკრაინული არმია კუპიანსკს მიადგა” – ამის შესახებ გიორგი კობერიძე სოციალურ ქსელში წერს.

“უკრაინული არმია კუპიანსკს მიადგა. შეტაკებები ქალაქის გარეუბანთან მიმდინარეობს.
იზიუმში მდგარი რუსული შემტევი დაჯგუფების მომარაგება სწორედ ამ ქალაქიდან და მეტიც, სწორედ ამ გზიდან ხდება. ამჟამად, იზიუმი-კუპიანსკის მაგისტრალი რამდენიმე ადგილას უკვე გადაჭრილი აქვთ უკრაინელებს. იზიუმი ოპერატიულ ალყაშია მოქცეული და მხოლოდ რამდენიმე მცირე გამტარუნარიანობის მქონე გზით შეუძლიათ გარე სამყაროსთან კავშირი. რუსული რეზერვების ნაწილი, რომლებიც უკრაინული კონტრშეტევის ჩაშლას ცდილობდნენ, განადგურებულია. მეორე ნაწილი კი ბელგოროდიდან ნაჩქარევად ცდილობს ხარკივის (ხარკოვის) რაიონში შესვლას, თუმცა მათი მდგომარეობა ძალიან მძიმეა, ხოლო აღჭურვილობა – კატასტროფული (ამაზე დეტალურად საღამოს).” – წერს კობერიძე.

იტვირთბა....