“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსს ეხმაურება, რომელმაც განაცხადა, რომ კობახიძემ დაუყოვნებლივ ბოდიში უნდა მოუხადოს ვიოლა ფონ კრამონს.
“კუბილიუსს აქვს ბოდიში მოსახდელი ქართული საზოგადოებისა და ქართული სახელმწიფოს წინაშე”, – IPN-ის ცნობით, ასე პასუხობს კობახიძე კუბილიუსს.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ “ვიოლა ფონ კრამონი არსად შესაშვები არ არის”.
ამავე თემაზე: “საბრალო საქართველოვ, შენ მეტს იმსახურებ” – ვიოლა ფონ კრამონი