ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კობახიძე ვიოლა ფონ კრამონზე: არათუ გვარამიასთან, არსად არაა შესაშვები

ვიოლა ფონ კრამონთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არის ცნობილი და მისი განცხადებებით, რომლებიც აკეთა გასული დღეების განმავლობაში, კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, თუ რატომ გვაქვს ჩვენ ეს დამოკიდებულება ამ ადამიანის მიმართ. მათ შორის, ძალიან მძიმე განცხადება გააკეთა ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით – მან თქვა, რომ ეს რეზოლუცია და კონკრეტულად ის ნაწილი, რომელიც ივანიშვილის დასანქცირებას ეხებოდა, შემუშავდა ამერიკელ პარტიორებთან თანამშრომლობით. ასეთ რაღაცებს რომ ლაპარაკობს ადამიანი, ის მემგონი არსად არ არის შესაშვები, არათუ გვარამიასთან ან ვინმე სხვასთან

ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიგინგზე, ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონზე საუბრისას განაცხადა.

იტვირთბა....