[su_quote]”ქართული ოცნების“ ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს დაუყოვნებლივ ბოდიში უნდა მოუხადოს. ის ლექსიკა და ბრალდებები, რომელთაც კობახიძე იყენებს, სრულიად შეუთავსებელია ევროპულ პოლიტიკურ კულტურასთან და ზიანს აყენებს ქართული ოცნების გაცხადებულ მცდელობას, მოიპოვოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი[/su_quote]
ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი სოციალურ ქსელში წერს.
ამით, კუბილიუსი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ “ვიოლა ფონ კრამონი არსად შესაშვები არ არის”.