ახალი ამბები პოლიტიკა

“დომინირების ავადმყოფური სურვილით შეპყრობილი “უძლური მამრის” აგრესია” – ხუხაშვილი კობახიძეზე

კობახიძე განსაკუთრებით შეურაცხმყოფელი, ცინიკური აგრესიით გამოირჩევა ქალების მიმართ და ამის არაერთი ფაქტი არსებობს.
ჟურნალისტზე ცნობილი თავდასხმის შემდეგ ვთქვი, რომ ეს იყო დომინირების ავადმყოფური სურვილით შეპყრობილი მამრის აგრესია.
ვიოლა ფონ კრამონზე შეტევის შემდეგ ერთ სიტყვას ჩავამატებდი – “უძლური მამრის”.

 

ასე ეხმაურება პოლიტილოგი გია ხუხაშვილი “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონზე ნათქვამ შემდეგ წინადადებას: “კრამონი არათუ გვარამიასთან, არსად არაა შესაშვები”.

მანამდე კრამონმა განაცხადა, რომ ნიკა გვარამიასთან შესვლის უფლება არ მისცეს და თხოვნაზე პასუხი არ დაუბრუნეს.

იტვირთბა....