ახალი ამბები პოლიტიკა

“საქართველოში დაცული არავინაა, შეიძლება ყველა დააკავონ” – კრამონი

საქართველოში დაცული არავინაა. შეიძლება ყველა დააკავონ, – აღნიშნულის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა “მთავარ არხთან” საუბრისას განაცხადა.

კრამონის თქმით, მას ნიკა გვარამიას მონახულების უფლება არ მისცეს.

“ნიკა გვარამიას მონახულებასთან დაკავშირებით პასუხის გაუცემლობა ჩვენი უპატივცემულობაა. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო წარმატებული იყოს და დასავლელი პარტნიორების დღის წესრიგში დაბრუნდეს. მანამდე საქართველო პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების, კანონის უზენაესობისა და რეფორმების გატარების მოდელი იყო. ახლა კი კანდიდატი ქვეყნის სტატუსი რომ მიიღოთ, ამისთვის ბრძოლა გვიწევს. პირადად ჩემთვის, ეს გულდასაწყვეტია.

საქართველოში დაცული არავინაა. შეიძლება ყველა დააკავონ. ზუსტად ეს არის პრობლემა. დღეს ერთი ჟურნალისტი, ხვალ მეორე აქტივისტი, შემდეგ ისევ ჟურნალისტი. ეს არის ის, რასაც რუსეთსა და ბელარუსში ვხედავთ. ძალიან სახიფათოა, როცა სამართალდამცავი ორგანოების პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება შეგიძლია. სურვილი გვაქვს, რომ თქვენს ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა და გამჭვირვალე პროცესები ვიხილოთ. როდესაც ნიკა გვარამია დააკავეს, ჩვენ ეს ვერ დავინახეთ”, – აცხადებს კრამონი.

იტვირთბა....