ახალი ამბები პოლიტიკა

“ამბობენ, თუ ოჯახში ჰარმონია გინდა, ცოლის ყველა მე-7 ნათქვამი შეასრულეო” – ჩხეიძე “ოცნებას”

[su_quote]მე თავს შევიკავებ, რომ ამ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დავუჭირო. თუკი მეორე მოსმენაზე ზუსტად და კარგად განისაზღვრება, თუ ვინ და როგორ უნდა აირჩიოს სახალხო დამცველი, ამის შემდეგ შესაძლებელია, რომ შევთანხმდეთ და იქამდე მივიდეთ, რაც ყველას გვინდა, რომ 12 პუნქტი შესრულდეს. ამისთვის აუცილებელია, რომ მეორე მოსმენაზე ოპოზიციის შენიშვნები გაითვალისწინოთ.

ჩვენი ერთი კოლეგა აქ ხალხურ სიბრძნეზე ლაპარაკობდა და მინდა, გითხრათ ხალხური სიბრძნე. მაგალითად, ჩემს სოფელში ასე ამბობენ – თუ გინდა, რომ ოჯახში ყველაფერი ჰარმონიულად გქონდეს, ცოლის ნათქვამი ყოველი მეშვიდე უნდა გაითვალისწინოო. მოდი, ნუ შეხედავ, რას გეუბნება, გადათვალე და გაითვალისწინეო. ასე რომ, ქართულ ოცნებას მოგიწოდებთ – თუ გინდათ, რომ ქვეყანაში ყველაფერი დაწყობილად გქონდეთ, ოპოზიციის მე-7 თუ არა, მე-700 მაინც გაითვალისწინეთ და ჩვენ იქამდე მივალთ, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ.[/su_quote]

 

აღნიშნულის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ნატო ჩხეიძემ განაცხადა.

იტვირთბა....