ახალი ამბები საზოგადოება

VIDEO: “დმანისში ზეზვას და მზიას ბიძაშვილის კბილი აღმოვაჩინეთ” – არქეოლოგი

“რადიო თავისუფლების ცნობით, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ოროზმანში საერთაშორისო არქეოლოგიურმა ექსპედიციამ 1.8 მილიონი წლით დათარიღებულ ფენებში ადრეული ჰომო ერექტუსის ქვედა ყბის კბილი, მე-4 პრემოლარი აღმოაჩინა.

მედიიც ცნობით, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ოროზმანის არქეოლოგიურ ძეგლზე ადამიანის ნაშთი იპოვეს, ამ დრომდე აქ მხოლოდ ცხოველების ნაშთები და ევრაზიის უძველესი მაცხოვრებლების ქვის იარაღები იყო ნაპოვნი.

ოროზმანის კვლევა არქეოლოგებმა 2021 წელს დაიწყეს არქეოლოგ გიორგი ბიძინაშვილის ხელმძღვანელობით.

2022 წელს ბიძინაშვილი ეროვნული მუზეუმის რეორგანიზაციის ფარგლებში სამსახურიდან გაათავისუფლეს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო 2022 წელს აჭიანურებდა არქეოლოგიური გათხრების ნებართვების გაცემას, მათ შორის ოროზმანის არქეოლოგიურ ძეგლზეც.

„უხეშად რომ ვთქვათ, ვიპოვეთ ზეზვას და მზიას ბიძაშვილის კბილი, რამაც მთლიანად შეცვალა წარმოდგენა საქართველოს ტერიტორიაზე უძველესი ევრაზიელი ჰომინიდების გავრცელების შესახებ,“ — აცხადებს არქეოლოგი გიორგი ბიძინაშვილი “ფორმულასთან”.

 

ფოტო: “რადიო თავისუფლება”

 

იტვირთბა....