ახალი ამბები საზოგადოება სამართალი

VIDEO: ამ წუთებში ორსულ ქალს და მოხუცს გორში ბინიდან ასახლებენ

გორში აღსრულების ბიურო კუთვნილი საცხოვრებელი სახლიდან ორსულ ქალსა და მის ხანდაზმულ ოჯახის წევრს ბინიდან ასახლებს.

აღნიშნულის ამსახველ კადრებს “ტვ პირველი” ავრცელებს.

როგორც მედია წერს, აღსრულების პოლიციამ ორ ქალზე ფიზიკურად იძალადა და შენობიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანა.

“ლინჩის წესით გავასამართლებთ მევახშეს, რომელიც 3 000 დოლარის გამო ასახლებს ორსულ ქალს. მივმართავთ ხელისუფლებას, თქვენს კარებთანაც მივალთ”, – ამბობენ ადგილობრივები.

როგორც კადრებიდან ირკვევა, ოჯახი, რომლის გამოსახლებაც ვალის გადაუხდელობის გამო მიმდინარეობს, შენობის გარეთ, შესასვლელ კართან დაწვა და პოლიციას ბინაში შესვლის საშუალებას არ აძლევს.

ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახებაც გახდა საჭირო, რადგან ერთ-ერთი ქალბატონი შეუძლოდ გახდა.

იტვირთბა....