საზოგადოება ჯანდაცვა

მარიტა როხვაძე უნიკალურ დიეტას გვთავაზობს: მან 4 თვეში 17 კგ დაიკლო

მომღერალი მარიტა როხვაძე საზოგადოებამ პროექტიდან “ჯეოსტარი” გაიცნო. მომღერალმა მცირე დროში მოახერხა გარდასახვა და თაყვანისმცემლების გასაკვირად, სრულიად ახალი იმიჯის მორგება. როგორც მარიტა ჟურნალ “სარკესთან” საუბრობს, სწორი კვებით და ვარჯიშით ფორმაში ისე ჩადგა, რომ მას დღემდე ინარჩუნებს:

“არ ვჭამ არაფერს და ვვარჯიშობ. ნელ-ნელა ყველაფრი შევამცირე. ჩემი რაციონიდან ამოვიღე ცომეული, ტკბილეული. მივირთმევდი მოხარშულ, უმარილო, უცხიმო წიწიბურასა და კარტოფილს. ზაფხულში კი მხოლოდ საზამთროსა და ყველს ვჭამდი. ეს არ გამჭირვებია საერთოდ. დავდიოდი ლაგუნაზე, საუნაში. ვარჯიშობდი. ოთხ თვეში 17 კილო დავიკელი. ახლა უკვე თავისით ვიკლებ. იმდენად აღარ მაქვს საკვების მიღების სურვილი, რომ ცოტას ვნერვიულობ ანორექსიაში არ გადაიზარდოს ჩემი ეს მდგომარეობა. სითხეს ვიღებ ბევრს, რომ არ გამოვიფიტო.”- ამბობს მარიტა როხვაძე.

იტვირთბა....