მომხიბვლელი მომღერალი ნინი ბადურაშვილი პრობლემური კანის მოსავლელ რეცეპტს გვიზიარებს. როგორც ნინი ბადურაშვილი ამბობს, ამ რეცეპტის კვირაში ორჯერ გამოყენებაც კი კარგ შედეგს იძლევა, მითუმეტეს, რომ ინგრედიენტები ბუნებრივია და უკუჩვენება არ ახასიათებს. რეცეპტი მათაც შეუძლიათ გამოიყენონ, ვისაც აკნე აწუხებს:
ერთი სუფრის კოვზი ჰერკულესი, 6 წვეთი ზეითუნის ზეთი ან ჩვეულებრივი ზეთი, ერთი კვერცხის ცილა და ნახევარი ლიმონს წვენი აურიეთ ერთმანეთში. მიღებული მასა შეიზილეთ სახის კანზე და დაიტოვეთ 20 წუთი, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ეს რეცეპტი კვირაში ორჯერ შეიძლება გამოიყენოთ.
მომზადებულია ტელე “იმედის” სიუჟეტის მიხედვით