ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“რუსეთს არაფერი დაუკარგავს” – პუტინი უკრაინაში ომზე

რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ “სპეციალური სამხედრო ოპერაციების” კუთხით არაფერი არ დაუწყია და მხოლოდ მის დასრულებას ცდილობს, – აღნიშნულის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთს არაფერი დაუკარგავს და პირიქით სუვერენიტეტის გამყარება შეძლო.

„ჩვენ არაფერი დაგვიწყია „სამხედრო ოპერაციების“ კუთხით, მხოლოდ დასრულებას ვცდილობთ. საომარი მოქმედებები 2014 წელს დაიწყო უკრაინაში „სახელმწიფო გადატრიალების“ შემდეგ. „სამხედრო ოპერაციის“ ჩატარება მიზნად ისახავს იმ ადამიანების გათავისუფლებას, რომლებიც 8 წელია დონბასში წნეხის ქვეშ არიან..დარწმუნებული ვარ, რომ არაფერი დაგვიკარგავს და არც დავკარგავთ. შეძენის თვალსაზრისით, შემიძლია ვთქვა, რომ მთავარი შენაძენი არის ჩვენი სუვერენიტეტის განმტკიცება. და ეს არის გარდაუვალი შედეგი იმისა, რაც ახლა ხდება“, – აღნიშნა პუტინმა. 

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

იტვირთბა....