ახალი ამბები პოლიტიკა

“ვნახეთ კვარაცხელიაზე თავდასხმა – ენმ-ის ცნობილი სახეების, მშვილდაძისა და სანაიას მხრიდან” – კობახიძე

[su_quote]ვნახეთ ხვიჩა კვარაცხელიაზე თავდასხმა “ნაციონალური მოძრაობის” ცნობილი სახეების მხრიდან. ყველას გვესმის, რომ მიშა მშვილდაძე და ვახო სანაია ხვიჩაზე მაგარი თავდამსხმელები ვერასდროს გახდებიან. მათი მცდელობა ჩრდილი მიაყენონ ჩვენს საამაყო სპორტსმენებს წარუმატებლობისთვის არის განწირული.

ამ ადამიანების ერთობლიობას, რადიკალურ ოპოზიციას, ორგანულად აღიზიანებს საქართველოს ყველანაირი წარმატება. “ნაცმოძრაობის” ძველმა სახემ,  გია ნოდიამ საინტერესო რამ თქვა: “ხვიჩა კვარაცხელიაზე ხუმრობას და კრიტიკას ისეთივე სტატუსი აქვს, როგორც 15 წლის წინ პატრიარქის კრიტიკას ჰქონდაო”. ამით აღიარეს, რომ მისთვის ჩრდილის მისაყენებლად იღწვოდნენ.

ალბათ ასეთივე რუდუნებით აპირებენ სპორტსმენების დაკნინებასაც, თუმცა ისივე დამარცხდებიან, როგორც ეკლესიასთან და პატრიარქთან არაერთგზის დამარცხდნენ. ჩემთვის წარმოუდგენელია, რამ შეიძლება ამ უსამშობლო ადამიანებს რადიკალიზმზე უარის თქმა აიძულოს.[/su_quote]

 

აღნიშნულის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

იტვირთბა....