ომის შესწავლის ინსტიტუტი (ISW) ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც კრემლიდან მიღებულ ცნობებზე დაყრდნობით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სავარაუდო გეგმებზეა საუბარი.
“ალბათ, რუსეთის ხელმძღვანელობა ახლა ახალი ძალების მობილიზებისთვის ემზადება, რომ შემოდგომასა და ზამთარში უკრაინის წინააღმდეგ შეტევა გააძლიეროს”, – ნათქვამია ანგარიშში. ექსპერტების შეფასებით, პუტინის ბოლოდროინდელი რიტორიკა და საუბრები უკრაინაში “ანტირუსული ანკლავის” ლიკვიდაციის აუცილებლობაზე ცხადყოფს, რომ მას ჯერ კიდევ არ აუღია ხელი მთელი უკრაინის დაპყრობის გეგმაზე.
“სავარაუდოდ, ეს განცხადება მიზნად ისახავს ინფორმაციული პირობების შექმნას რუსეთის მხრიდან შემდგომი ძალისხმევის გაზრდისთვის და მიმდინარე წლის შემოდგომასა და ზამთარში ახალი ძალების შექმნას”, – ამბობენ ექსპერტები.
როგორც ISW-ის ანგარიშშია აღნიშნული, დონბასის რეგიონის ოკუპაცია რუსეთის სარდლობას ჯარისკაცთა საბრძოლო სულისკვეთების ასამაღლებლად სჭირდება თუმცა, ექსპერტების შეფასებით, ნაკლებსავაუდოა, რომ დონბასის აღება 15 სექტემბრისთვის მოხერხდეს.
წყარო: Newposts