საზოგადოება

“ტარიელაძის მალამო” – ბუნებრივი სამკურნალო საშუალება, რომელმაც დროს გაუძლო

“ტარიელაძის მალამო” – სამკურნალო საშუალება, რომელმაც დროს გაუძლო. მალამოს, რომელსაც ახლა გავეცნობით მზადდება ეკოლოგიურად სუფთა კომპონენტებისგან. “ტარიელაძის მალამო” უკვე 33 წელია, რაც საქართველოს მოსახლეობას ემსახურება და მათ ყოფას უმსუბუქებს.

“ტარიელაძის მალამო” მრავალმხრივია და მხოლოდ ერთი კონკრეტული დაზიანების სამკურნალოდ არ გამოიყენება.

“ტარიელაძის მალამო” 5 სახისაა.

1 – უნივერსალი – გამოიყენება დამწვრობის, ჭრილობის, ბუასილის, მასტიტების, ღრძილების ანთებისა და ა.შ. სამკურნალოდ. შემადგენლობა: თაფლი, სანთელი, დინდგელი, ციცარის ქონი, მაჩვის ქონი, ზეთისხილის ზეთი, ავოკადოს ზეთი, ვაზელინი;

2 – ანტიმიკრობული მალამო – წარმატებულად გამოიყენება კანისა და ფრჩხილის სოკოს სამკურნალოდ. შემადგენლობა: სანთელი, დინდგელი, ზეითუნის ზეთი, ომეგა სამი;

3 –  საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის სამკურნალო მალამო – ართრიტი, ოსტეოქონდროზი და ა.შ. შემადგენლობა: ვეშაპის ქონი, ნუშის ზეთი და მენთოლი;

4 – მწვანე თიხაზე დამზადებული მალამო – წარმატებულად გამოიყენება სახის მოსავლელად. შემადგენლობა: ძირითადი ბაზა მწვანე თიხაა, ასევეა ვეშაპის ზეთი, ნუშის ზეთი და ევკალიპტის ექსტრაქტი;

5 – საბავშვო მალამო – გამოიყენება დიათეზზე, გამომწვარზე, ნასიცხარზე და ა.შ. შემადგენლობა: სანთელი, დინდგელი, ზეითუნის ზეთი და ნუშის ზეთი;

როგორც “მეტრონომს” მალამოს მწარმოებელმა კახა ტარიელაძემ განუცხადა, 33-წლიანი დაგროვილი გამოცდილების შედეგია ის, რომ მოქალაქეები ენდობიან “ტარიელაძის მალამოს” და ყოველდღე არა ერთი დაზარალებული მიმართავთ მათ მალამოს შესაძენად.

“უკვე 33 წელია, რაც მალამო არსებობს. ის ბუნებრივი კომპონენტებისგან შედგება. მოქალაქეები მალამოსთვის ყოველდღიურად მოგვმართავენ და ჯერ უკმაყოფილო მომხმარებელი არ გვყოლია”, – აცხადებს ტარიელაძე.

მალამოს შეძენა აფთიაქებში არაა შესაძლებელი. მისი ყიდვა ფეისბუქის გვერდის მეშვეობითაა შესაძლებელი. იხილეთ მისამართი ბმულზე.

 

 

 

იტვირთბა....