სსრკ-ის პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტი, მიხეილ გორბაჩოვი გუშინ 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გორბაჩოვმა მოღვაწეობის პერიოდში გაატარა რეფორმები, რომლებმაც დიდი გავლენა იქონია საბჭოთა კავშირზე. კერძოდ კი: საბჭოთა სისტემის რეფორმირება (პერესტროიკა).
ასევე მის სახელს უკავშირდება, სსრკ-ში სიტყვის და ბეჭდვის თავისუფლების და დემოკრატიული არჩევნების შემოტანა, სოციალისტური ეკონომიკის რეფორმირება; ცივი ომის დასრულება; საბჭოთა ჯარის ავღანეთიდან გაყვანა (1989); კომუნისტურ, როგორც სახელმწიფო იდეოლოგიაზე უარის თქმა და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების დევნის შეწყვეტა; სსრკ-ს და ვარშავის პაქტის დაშლა, რომელიც გამოწვეული იყო მისი წევრების საბაზრო ეკონომიკაზე და დემოკრატიაზე გადასვლით.
გორბაჩოვის გარდაცვალებას მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერები გამოეხმაურნენ და მისი საქმიანობის მიმართ პატივისცემა გამოხატეს.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მას უწოდა “იშვიათი ლიდერი”, რომელსაც ჰქონდა უნარი უკეთესი მომავლის დანახვის და შეეძლო მთელი კარიერა სწორედ ამ მომავლის მისაღწევად გამოეყენებინა.
როგორც ბაიდენი აღნიშნავს, გორბაჩოვი იყო ადამიანი, რომელმაც უფრო თავისუფალი და უსაფრთხო სამყაროს შექმნაში დიდი როლი ითამაშა.
გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის თქმით, მიხაილ გორბაჩოვი იყო უნიკალური სახელმწიფო მოღვაწე, რომელმაც შეცვალა ისტორიის მიმდინარეობა და სხვაზე მეტი გააკეთა ცივი ომის მშვიდობიანად დასასრულებლად.
ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ის ყოველთვის აღფრთოვანებული იყო გორბაჩოვის გამბედაობითა და უშუალობით ცივი ომის მშვიდობიან დასასრულამდე.
“უკრაინაში პუტინის აგრესიის დროს, მისი დაუღალავი მცდელობა, რომ საბჭოთა საზოგადოება მეტად გახსნილი ყოფილიყო, ყველა ჩვენგანისთვის მაგალითად რჩება”, – წერს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი.
I'm saddened to hear of the death of Gorbachev.
I always admired the courage & integrity he showed in bringing the Cold War to a peaceful conclusion.
In a time of Putin’s aggression in Ukraine, his tireless commitment to opening up Soviet society remains an example to us all.
— Boris Johnson (@BorisJohnson) August 30, 2022
მიხეილ გორბაჩოვის გარდაცვალებას ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის იყო სანდო და პატივცემული ლიდერი.
„მან გადამწყვეტი როლი ითამაშა “ცივი ომის” დასრულებასა და „რკინის ფარდის“ ჩამოგდებაში. მან გზა გახსნა თავისუფალი ევროპისთვის. ეს მემკვიდრეობა არის ის, რასაც ჩვენ არ დავივიწყებთ“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი „ტვიტერზე“.
Mikhail Gorbachev was a trusted and respected leader. He played a crucial role to end the Cold War and bring down the Iron Curtain. It opened the way for a free Europe.
This legacy is one we will not forget.
R.I.P Mikhail Gorbachev
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) August 30, 2022
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კი გორბაჩოვს უწოდა “მშვიდობის ადამიანი, რომლის არჩევანმა რუსებს გზა გაუხსნა თავისუფლებისაკენ”.
”მისმა ერთგულებამ ევროპაში მშვიდობისადმი შეცვალა ჩვენი საერთო ისტორია”, – განაცხადა მაკრონმა.
Mes condoléances pour la disparition de Mikhaïl Gorbatchev, homme de paix dont les choix ont ouvert un chemin de liberté aux Russes. Son engagement pour la paix en Europe a changé notre histoire commune.
— Emmanuel Macron (@EmmanuelMacron) August 30, 2022
გერმანელი პოლიტიკოსები ხაზს უსვამენ იმ როლს, რომელიც მიხაილ გორბაჩოვმა ითამაშა ბერლინის კედლის დანგრევაში და გერმანიის შემდგომ გაერთიანებაში.
„გორბაჩოვის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა მშვიდობიანი რევოლუციების წარმოდგენა აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნებში, მათ შორის ჩვენთან“, – განაცხადა ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა კატრინ გერინგ-ეკარდმა.
როგორც ერთ-ერთი რუსი პოლიტიკოს აცხადებს, გორბაჩოვმა ასობით მილიონ რუსეთის მოქალაქეს თავისუფლება მისცა.
“გორბაჩოვმა მოგვცა თავისუფლება. მან თავისუფლება მისცა ასობით მილიონ ადამიანს რუსეთში და მის გარშემო, ასევე ევროპის ნახევარს. როგორ ვისარგებლეთ ჩვენ რუსეთში მოცემული თავისუფლებით, ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა”, – განაცხადა რუსმა პოლიტიკოსმა და “იაბლოკოს” პარტიის დამფუძნებლმა გრიგორი იავლინსკიმ, რომელიც 1990 წელს იკავებდა რსფსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას.
გავლენიანი უცხოური გამოცემა The Times-ი წერს, რომ გორბაჩოვმა ავტორიტარული რეჟიმის განმანათლებლურად გარდაქმნაში დიდი როლი ითამაშა.
“გორბაჩოვმა გადამწყვეტი როლი ითამაშა უაღრესად ავტორიტარული და რეპრესიული სისტემის უფრო განმანათლებლურ რეჟიმად გარდაქმნაში, რომელშიც პლურალისტური და დემოკრატიზაციის ტენდენციები სულ უფრო ძლიერდებოდა”, – წერს The Times.
მედიის ცნობით, მან გაათავისუფლა პატიმრები და რეაბილიტაცია გაუწია დისიდენტებს, შემოიღო სიტყვის, შეკრების და რელიგიის თავისუფლება და სამოქალაქო საზოგადოებას განვითარების საშუალება მისცა.
ავტორი: მარიამ ხულიაშვილი