80% არსებობს შანსი, რომ [სააკაშვილი] დარჩეს ინვალიდი, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, შესაძლოა სააკაშვილის რეაბილიტაცია საერთოდ ვერ მოხდეს.
„ექსპერტიზა დანიშნული არის და არის გარკვეული საკითხები, რომლებიც ჩემთვისაც საინტერესოა, გასავლელია ეს საკითხები, მიმდინარეობს მუშა პროცესი. ერთადერთი, რაც ვიცი, არის ის, რომ 80% არსებობს შანსი, რომ დარჩეს ინვალიდი. შესაძლოა, საერთოდ ვერ მოხდეს ვერანაირი რეაბილიტაცია“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა “ვივა მედში” მკურნალობს. რამდენიმე დღის წინ მასთან ამერიკელი და შვეიცარიელი მედიკოსები შევიდნენ. დასკვნები და პასუხები ჯერჯერობით უცნობია.