ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინულმა მხარემ ხერსონის რაიონში რუსი დამპყრობლების თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვია.
ფრონტის ხაზიდან პოზიტიური სიახლეების შესახებ უკრაინაში მებრძოლმა ვანო ნადირაძემ ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში ჩართვისას ისაუბრა. მისი თქმით, რუსებს ხერსონში ჩაკეტილი აქვთ როგორც მომარაგების, ისე, უკან დასახევი გზები.
“გუშინ გამთენიისას დაიწყო კონტრშეტევა. 10 კილომეტრიანი გარღვევა მოხდა ანდრეევკა-ლაზავოის მიმართულებით და დაკავებული იქნა სოფელი “სუხოი სტავოკი”, რომელიც ძალიან მნიშვბელოვანია იმიტომ, რომ წვდომა იყო და არის საარტილერიო დარტყმის. რაც შეეხება ხიდებს, ოთხივე ხიდი – ანტონოვსკის საავტომობილო ხიდი, სარკინიგზო ხიდი, ნოვოკახოვკის და დანიევსკის ხიდები განადგურებულია, ფაქტობრივად, არამც თუ მომარაგება, რუსებს უკან დასახევი და გასაქცევიც არააქვთ”, – ამბობს ვანო ნადირაძე.