ერთი შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტში მოხდა, ხოლო მეორე კი – დედოფლისწყაროში. knews.ge-ს ინფორმაციით, გურჯაანში გარდაცვლილი 55 ქალბატონი ერთ-ერთ სააფთიაქო ქსელში მუშაობდა. დედოფლისწყაროში მომხდარ შემთხვევასზე კი ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო qiziti.ge ავრცელებს. გამოცემის ცნობით, სასაზღვრო პოლიციის დედოფლისწყაროს სამმართველოს მესაზღვრე 36 წლის გოჩა ჩითინაშვილი ღორის გრიპის ვირუსმა იმსხვერპლა, თუმცა მოქალაქის გარდაცვალების მიზეზებზე ოფიციალური კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა.
“მეტრონომი” დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს დაუკავშირდა. უწყებაში ამ დორისთვის არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას და განმარტავენ, რომ H1N1 ვირუსის გამოვლენას ლაბორატორიული დასკვნა სჭირდება. ამისთვის კი დროა საჭირო.