ახალი ამბები პოლიტიკა საზოგადოება

VIDEO: “უყურეთ, როგორ კვეთენ რუსები საოკუპაციო ხაზს” – ქაცარავა

ანტისაოკუპოაციო მოძრაობის ერთ-ერთი წევრი, დავით ქაცარავა ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც ჩანს, რომ რუსები საოკუპაციო ხაზს უპრობლემოდ კვეთენ და საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდიან.

“ხშირად გვითქვამს, რომ რუსები უპრობლემოდ კვეთენ მათ მიერვე დაწესებულ ოკუპაციის ხაზს და გადმოდიან ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე, თუმცა სამწუხაროდ, ნაკლებად აღიქვამდა საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი ამ განცხადებებს.

ალბათ იმიტომ, რომ ამის ვიდეო მტკიცებულება არ არსებობდა და მხოლოდ ჩვენი სიტყვები საკმარისი არ იყო.

გთავაზობთ მტკიცებულებას.

უყურეთ, როგორ გადმოდიან ჩვენს კონტროლირებად მხარეს, როგორი დაუსჯელობის და უსაფრთხოების შეგრძნებით არიან ეს ორკები გაჯერებულები”, –  წერს ქაცარავა.

იტვირთბა....