ახალი ამბები საზოგადოება

“შესაძლოა იყოს დივერსიაც, ერთდროულად გაჩენილი ხანძრები საეჭვოა” – ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ბოლო დროს გაჩენილი ხანძრები საეჭვოა და შესაძლოა ადგილი ჰქონდეს გარკვეული სახის დივერსიას.

როგორც პრემიერი აღნიშნავს, არაფერია გამორიცხული, რადგან მისთვის ცნობილია ქვეყნის შიგნით მოქმედი დესტრუქციული ძალების ბუნება.

“მე მინდა პირველ რიგში შევეხო ბოლო დროს საქართველოში გაჩენილი ხანძრების საკითხს. ყველა რეგიონში იყო ხანძარი და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საეჭვოც კი არის, რომ რამდენიმე რეგიონში ერთდროულად ჩნდებოდა ხანძრები.

ძალიან ბევრ ადამიანს გაუჩნდა განცდა იმისა, რომ, შესაძლოა, ეს [ხანძრები] ზოგიერთი ადამიანის დაუდევრობით იყო გამოწვეული, შეიძლება ზოგადად ძალიან დიდი სიცხის გამო იყო გამოწვეული.

არის ვერსიები, რომ, შესაძლოა, იყოს რაღაც გარკვეული დივერსიაც, არაფერი არ არის გამორიცხული. გამოძიებამ ყველა მიმართულებით უნდა იმუშაოს. ჩვენ არაფრის გამორიცხვა არ შეგვიძლია, ვინაიდან ვიცით რა ქვეყნის შიგნით მოქმედი დესტრუქციული ძალების ბუნება და მათი ეს დივერსიული მიდრეკილებები, არაფერია გამორიცხული, ამიტომ გამოძიებამ ყველა მიმართულებით უნდა იმუშაოს და ყველა ვერსიაზე უნდა გასცეს ამომწურავი პასუხი და ვიცი, რომ ასეც იქნება”, – აცხადებს ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე.

იტვირთბა....