ახალი ამბები მსოფლიო

რუსეთში, გორელი არასრულწლოვანი ძმების ცხედრები იპოვეს

რუსეთში, ქალას ესენდუკში გორელი არასრულწლოვანი ძმები დაუდგენელ ვითარებაში გარდაცვლილები იპოვეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ტყუპი ძმები იგორ და ნიკალაი გრციევები წარმოშობით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენიდან არიან.

როგორც ცნობილი ხდება, ისინი სახლიდან 17 აგვისტოს გაუჩინარდნენ.

“მთავარი არხი” წერს, რომ ერთ-ერთი ვერსიით 17 წლის ძმამ ტყუპისცალი იარაღით მოკლა შემდეგ კი თავი მოიკლა. არ არის გამორიცხული ისინი სახიფათო ინტერნეტ თამაშის მორიგი მსხვერპლნი იყვნენ.

რუსული მედიის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

 

იტვირთბა....