ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“ამ პროცესს ვერასდროს შეაჩერებენ…უნდა ნახონ, რა ხდება რეალურად” – ლავროვის განცხადება

დასავლეთი ცდილობს უგულებელყოს ობიექტური ისტორიული პროცესები, რამაც შეიძლება შეანელოს მრავალპოლარული სამყაროს ფორმირება, მაგრამ ვერასოდეს შეაჩერებს მას,- განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ტელეკომპანია Zvezda-სთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მისივე თქმით, ეს არ არის უკვე შეთანხმებული პროცედურა, საქმე არ ეხება გეგმიური ბიუჯეტის შედგენას და დასავლელი პარტნიორები ისტორიული პროცესების უარყოფას ცდილობენ.

 „ეს არ არის შეთანხმებული პროცედურა, რომელიც უნდა განხორციელდეს. ეს არ არის ხანძარსაწინააღმდეგო გეგმა, ან სამწლიანი ბიუჯეტი, როგორიც ჩვენ გვაქვს. ეს არ ჰგავს სხვა ქვეყნებში წლიურ ბიუჯეტებს, ეს არის ცოცხალი პროცესი. აქ საუბარია პოლიტიკოსების ნიჭზე. მათ უნდა ნახონ რა ხდება რეალურ ცხოვრებაში და ააშენონ თავიანთი პოლიტიკა ისტორიის მოთხოვნების შესაბამისად“, – განაცხადა მან.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

იტვირთბა....