როგორც ცნობილია, უცხოელი ექსპერტები საქართველოში 3 დღე დარჩებიან. ამ დროის განმავლობაში შეხვედრები იგეგმება, თავად მიხეილ სააკაშვილთან, მისი ოჯახის წევრებთან, ადვოკატებთან, ასევე ცენტრ “ემპათიის” წარმომადგენლებთან. შეხვედრების შემდეგ, უცხოელი ექსპერტები საბოლოო დასკვნას მოამზადებენ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მკურნალობას და მისი გამოჯანმრთელების გზებს შეეხება.

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად ორ სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტზე უწყე­ბას თან­ხმო­ბა გა­ცე­მუ­ლი აქვს.